ანანიძემ კრილია სოვეტოვში პირველი მატჩი ჩაატარა
ანანიძემ კრილია სოვეტოვში პირველი მატჩი ჩაატარა

ჯანო ანანიზემ სამარელთა კლუბში პირველი მატჩი ჩაატარა. კრილია სოვეტოვი ამხანაგურ მატჩში სლოვაკეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერ ჟილინას დაუპირისპირდა და ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

ეს იყო 2019 წელს სამარელთა მიერ გამართული პირველი მატჩი. ქართველმა ფეხბურთელმა ძირითადში დაიწყო ასპარეზობა და ის შესვენებაზე შეცვალეს, ისევე როგორც მისი დანარჩენი ათი თანაგუნდელი.

მატჩის ერთადერთი გოლი 54-ე წუთზე გავიდა და ის იაკოვლევის ანგარიშზეა.