ანანიძე "სპარტაკის" ავსტრიულ შეკრებაზეა - რუსები სიხარულიძის წინააღმდეგ
ანანიძე "სპარტაკის" ავსტრიულ შეკრებაზეა - რუსები სიხარულიძის წინააღმდეგ

მოსკოვის “სპარტაკი” ავსტრიაში სეზონისწინა მოსამზადებელ შეკრებაზე გაემგზავრა და ცნობილი გახდა, რომ კლუბის მთავარი მწვრთნელის, მასიმო კარერას 31-კაციან სიაში ჯანო ანანიძეც მოხვდა.

მოსკოველთა ოფიციალური ვებგვერის ცნობით, ჯანოსთან ერთად ავსტრიაში გიორგი ჯიქიაც გაემგზავრება, რომელსაც ანანიძის მსგავსად, ასევე დიდი დრო გაუცდა და მკურნალობდა.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველსა და მის გუნდს მოსამზადებელ შეკრებაზე ექვსი ამხანაგური მატჩი დაუგეგმეს. 11 ივლისს “საპრტაკი” ჩეხურ “სლოვაცკოს” შეხვდება, სადაც საქართველოს ნაკრების კანდიდატი, ირაკლი სიხარულიძე თამაშობს.