ანანიძე ქეცბაიას გუნდში ჩაირიცხა
ანანიძე ქეცბაიას გუნდში ჩაირიცხა

ჯანო ანანიძე კვიპროსში ჩაფრინდა და ფამაგუსტას „ანორთოსისთან“ კონტრაქტი გააფორმა – ინფორმაციას კვიპროსული გუნდის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

„27 წლის ქართველ ფეხბურთელთან ხელშეკრულება სეზონის ბოლომდე გაფორმდა“ – წერს კლუბის ოფიციალური გვერდი.

„ქართველი ფეხბურთელი „ანორთოსისს“ შეუერთდა. ეს ზამთრის სატრანსფერო „ფანჯარაში“ კვიპროსის ჩემპიონატის ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი იქნება“ – წერს გამოცემა „სიგმალაივი“.

შეგახსენებთ, რომ ანანიძე „ანორთსოსის“ მეექვსე ქართველი ფეხბურთელი – თემურ ქეცბაიას გუნდში ირიცხებიან მეკარეები გიორგი ლორია და 18 წლის ლუკა მიქაია, ასევე თორნიკე ოქრიაშვილი, ნიკა კაჭარავა, გიორგი ლორია და მურთაზ დაუშვილი.