ანანიძე და თოხაძე 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში იჭიდავებენ #1TVSPORT
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე 23-წლამდელთა მსოფლიო პირველობაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ასპარეზობენ. მეორე საშეჯიბრო დღეს ფინალისტები ხუთ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან.
დღეს შეჯიბრზე გამომსვლელი ხუთი ქართველი სპორტსმენიდან ორი ფალავანი – გიორგი თოხაძე (55 კგ) და ხვიჩა ანანიძე (77 კგ) მსოფლიო პორველობის ნახევარფინალში იჭიდავებენ. ნახევარფინალები 18:45 საათზე გაიმართება.
გუშინ მსოფლიო პირველობაზე წარმატებულად იასპარეზა რომეო ბერიძემ (60 კგ) და ფინალურ ბლოკში გადავიდა. ქართველმა სამი შეხვედრა მოიგო და 28 ოქტომბერს ფინალში ნეიტრალური დროშით გამომსვლელ ანვარ ალახიაროვს შეხვდება. ფინალური ბლოკის შეხვედრები 20:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ სამი დღის წინ დასრულებულ 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.