ანანიძე და კვარაცხელია მოედანს დაუბრუნდნენ - ბათუმის „დინამო“ „რუბინს“ დაუზავდა [ვიდეო] #1TVSPORT
ანანიძე და კვარაცხელია მოედანს დაუბრუნდნენ - ბათუმის „დინამო“ „რუბინს“ დაუზავდა [ვიდეო] #1TVSPORT

თურქულ შეკრებაზე საქართველოს ჩემპიონი ბათუმის „დინამო“ ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის „რუბინს“ დაუპირისპირდა და საინტერესო დაპირისპირებაში ბოლო წუთზე გატანილი გოლით მეტოქეს დაუზავდა – 2:2.

თამაში იმითაც იყო საინტერესო, რომ მოსამზადებელ ეტაპზე პირველად ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც მთელი შეკრება ინდივიდუალურად ვარჯიშობდა. ხვიჩა მეორე ტაიმში შეცვალეს. პირველად ითამაშა ბათუმურ კლუბში ჯანო ანანიძემაც, რომელიც მოედანზე 69-ე წუთზე გამოჩნდა.

ყაზანელები მაღალი პრესინგით უპირატესობას დაეუფლნენ, ბათუმელები კი ბურთის გაკონტროლებას ვერ ახერხებდნენ და მწვავე შეტევას იშვიათად ახორციელებდნენ. ერთ-ერთი ასეთი იერიში 42-ე წუთზე წამოიწყეს და გუჯა ლობჯანიძემმაკრატელათი“ სცადა გატანა, მაგრამ მეკარე ბურთს იოლად დაეუფლა. 44-ე წუთზე ირაკლი ბიძინაშვილი ყაზანელთა მცველმა საჯარიმოში წააქცია, მაგრამ არბიტრმა „რუბინის“ კარში პენალტი არ დანიშნა.

მეორე ტაიმში ბათუმელები უკეთ გამოიყურებოდნენ მდგომარეობა გამოასწორეს და ბურთი უფრო გააკონტროლეს. 55-ე წუთზე თორნიკე გაფრინდაშვილმა ჯარიმა სახიფათო პოზიციიდან შეასრულა, მაგრამ მეკარემ აუღო. 58-ე წუთზე ყაზანელების კარში 11-მეტრიანი მაინც დადო – ჯაბა ჯიღაურის დარტყმული ბურთი მეკარე ნიკიტა მედვედევმა მოიგერია. თუმცა კარის ხაზზე მოძრაობდა და თურქმა არბიტრმა დარტყმა გაამეორა – ჯიღაურმა მეორე შანსი გოლად აქცია.

65-ე წუთზე პენალტი უკვე ბათუმელთა კარში დაინიშნა. ბენჯამინ ტეიდიმ ბურთი ცუდად მოიგერია, მეტოქე გადაეღობა და ასხლეტილი ბურთი ბათუმელთა ლეგიონერს ხელზე მოხდა – საჯარიმო გერმან ონუგხამ უნაკლოდ გამოიყენა. 71-ე წუთზე კირილ კლიმოვმა ბათუმელთა მოთამაშეს ბურთი აართვა, კარს მიუახლოვდა და ზუსტი დარტყმით ყაზანელები დააწინაურა.

77-ე წუთზე ბათუმელეთა დაცვამ ორჯერ ზედიზედ უხეში შეცდომა დაუშვა, მაგრამ ლაზარე კუპატაძემ შესანიშნავი რეაქცია გამოავლინა და გუნდი ორჯერ გადაარჩინა. 89-ე წუთზე კი გიორგი ზარიას შესანიშნავი გადაცემით მეკარესთან პირისპირ ჯიღაური გავიდა, რომელმაც დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:2.


„დინამო“ ბთ – „რუბინი“ 2:2


გოლები: 1:0 ჯიღაური (58. პენ), 1:1 ონუგხა (65. პენ), 1:2 კირილ კლიმოვი (71), 2:2 ჯიღაური (89)

„დინამო“ ბთ (სასტარტო): კუპატაძე, ნავალოვსკი, აზაცკი, რეხვიაშვილი, მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი, რადინი, დენკოვიჩი, ბიძინაშვილი, ზურაბიანი, ლობჯანიძე

შეცვლაზე: გაფრინდაშვილი, ფალავანდიშვილი, ზარია, ფანცულაია, ანანიძე