ანა მაქაცარია ბუენოს-აირესის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტია
ქართველმა ჩოგბურთელმა ანა მაქაცარიამ ზაფხულის III ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა. მაქაცარია 32 საუკეთესო ჩოგბურთელ გოგონას შორის იასპარეზებს. შესაბამისი დოკუმენტი საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციიდან უკვე მიიღო.
ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის მიერ გამოქვეყნებული სარეიტინგო მონაცემების მიხედვით ანა მაქაცარია საერთაშორისო რეიტინგში 33- ე ადგილზეა.