ანა ფოტიგა - პრეზიდენტ მიშელის მედიაციის იმედი მაქვს და მხარს ვუჭერ ახალდანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს
ანა ფოტიგა - პრეზიდენტ მიშელის მედიაციის იმედი მაქვს და მხარს ვუჭერ ახალდანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს

წლებია, საქართველოს ვუჭერ მხარს, ქვეყნის ევროატლანიტკურ მისწრაფებას, მაგრამ დრო მოვიდა, დავაფიქსირო ჩემი შესაძლო ღრმა შეშფოთება; ივნისის შემდეგ ჩვენ მოვისმინეთ ბევრი ცუდი ამბავი თბილისიდან, ერთის გამოკლებით, განსაკუთრებით, როცა მოხდა 8 მარტის შეთანხმება, – ამის შესახებ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვისას ევროდეპუტატმა, ანა ფოტიგამ განაცხადა.

„ცუდი ამბავია არჩევნების შემდგომ პერიოდი და ბოლო დროს მომხდარი, ოპოზიციური პარტიის ოფისში შეჭრა და ლიდერის დაკავება. იმედი მაქვს, პრეზიდენტ მიშელის მედიაციის. ძალიან ვუჭერ მხარს ახალდანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს. ჩვენ უნდა ჩავდოთ ძალისხმევა დიალოგის ფასილატაციისთვის და ალბათ, ეს ახალ ინკლუზიურ არჩევნებამდე მივა“, – აცხადებს ანა ფოტიგა.