ანა დოლიძე - თეა წულუკიანმა იმის ნაცვლად, რომ პოლიტიკურად პასუხი აგოს, სახალხო დამცველის ანგარიშს ჭორაობას უპირისპირებს
ანა დოლიძე - თეა წულუკიანმა იმის ნაცვლად, რომ პოლიტიკურად პასუხი აგოს, სახალხო დამცველის ანგარიშს ჭორაობას უპირისპირებს

თეა წულუკიანმა იმის ნაცვლად, რომ პოლიტიკურად პასუხი აგოს, სახალხო დამცველის ანგარიშს ჭორაობას უპირისპირებს, – ამის შესახებ იურისტმა ანა დოლიძემ თემის კომენტირებისას განაცხადა.

დოლიძის თქმით, ყოვლად მიუღებელი და სამარცხვინო იყო იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ქმედება, რომელმაც პირდაპირ დაარღვია კანონი სახალხო დამცველთან მიმართებით.

„ძალიან საჭირბოროტო, რაც სახალხო დამცველის დასკვნაში ეწერა, არის ის, რომ ტოტალიზატორის ანგარიშებზე გროვდება ე.წ. ობშიაკი. თქვენ იცით ჩვენი საქმიანობა ტოტალიზატორებთან და კაზინოებთან მიმართებით. ის, რასაც ვამბობდით, რომ კრიმინალური საქმიანობისთვის გამოიყენება ანონიმური ანგარიშები, დაადასტურა სახალხო დამცველმა. იმის ნაცვლად, რომ თეა წულუკიანმა ამაზე პოლიტიკურად პასუხი აგოს, გამოდის, უპირისპირებს ჭორაობას და არღვევს კანონს – ეს არის წულუკიანის პირდაპირი პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

დატოვე კომენტარი