2018-19 წლების სეზონიდან ამსტერდამის “აიაქსის” სტადიონს ოფიციალურად გადაარქმევენ სახელს. “ამსტერდამ არენას” ნაცვლად, სტადიონს კლუბის ლეგენდარული ფეხბურთელის იოჰან კრუიფის სახელს მიანიჭებენ.
ახალ ლოგოს, “იოჰან კრუიფ არენას”, 25 აპრილს, ლეგენდის დაბადების დღეს წარადგენენ, – წერს “აიაქსის” ოფიციალური ვებგვერდი.
“იოჰანი “აიაქსის” ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. სასიამოვნოა, რომ ამიერიდან, სტადიონს მისი სახელი ერქმევა”, – განაცხადა “აიაქსის” გენერალურმა დირექტორმა ედვინ ვან დერ სარმა.
იოჰან კრუიფი 2016 წლის 24 მარტს გარდაიცვალა. “აიაქსის” შემადგენლობაში მან სამჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი და რვაჯერ გახდა ჰოლანდიის ჩემპიონი.