ამპუტანტ ფეხბურთელთა ჩემპიონთა ლიგა - „თბილისი“ ნახევარფინალში ვერ გავიდა
ამპუტანტ ფეხბურთელთა ჩემპიონთა ლიგა - „თბილისი“ ნახევარფინალში ვერ გავიდა
ამპუტანტ ფეხბურთელთა კლუბმა „თბილისმა“ ირლანდიურ „კორკ სიტისთან“ ჯგუფური შეხვედრა ფრედ დაასრულა და ნახევარფინალში გასვლის შანსი დაკარგა.
თბილისელებს ჯგუფური ეტაპის დასაძლევად მხოლოდ მოგება აწყობდათ, რადგან პირველ მატჩში „დინამო ალტაისთან“ 1:6 დამარცხდნენ, ხოლო ირლანდიელებმა რუსულ კლუბთან 0:3 წააგეს და ბურთების სხვაობაში უპირატესობა ჰქონდათ.
გადამწყვეტი შეხვედრა, რომელიც დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გაიმართა, ფრედ, 0:0 დასრულდა, რაც შემდეგ წრეში გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა, ნახევარფინალის საგზური კი „დინამო ალტაიმ“ და „კორკ სიტიმ“ მოიპოვეს.
თამაზ შამუგია, „თბილისის“ მთავარი მწვრთნელი: „ჩვენი გუნდი გამოუცდელი იყო და ამან შედეგზე დიდი გავლენა მოახდინა. იმედია, მონაწილეობას შემდეგ გათამაშებებშიც მივიღებთ და შედეგებს გავაუმჯობესებთ“.
ამპუტანტ ფეხბურთელთა ჩემპიონთა ლიგის გათამაშება პირველად საქართველოს დედაქალაქში ტარდება. ფინალი დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე 25-26 მაისს გაიმართება და 17:00 საათზე დაიწყება.