ამპუტანტ ფეხბურთელთა ჩემპიონთა ლიგა დაიწყო - თბილისი ალტაისთან დამარცხდა
ამპუტანტ ფეხბურთელთა ჩემპიონთა ლიგა დაიწყო - თბილისი ალტაისთან დამარცხდა

თბილისში ევროპის პირველ ამპუტანტ ფეხბურთელთა ჩემპიონთა ლიგის თამაშები დაიწყო, რომელსაც საქართველოს დედაქალაქი 25-26 მაისს უმასპინძლებს.

ტურნირი დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე იმართება. გახსნის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, საქართველოს წარმომადგენელმა „თბილისმა“ პირველი მატჩი „დინამო ალტაისთან“ ჩაატარა და 1:6 დამარცხდა.

„თბილისს“ კიდევ აქვს ნახევარფინალში გასვლის შანსი, ირლანდიის წარმომადგენელ „კორკ სიტის“ თუ მოუგებს. ეს მატჩიც დრეს, 17:00 საათზე გაიმართება.

ამპუტანტ ფეხბურთელთა ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ფინალი დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე 25-26 მაისს გაიმართება და 17:00 საათზე დაიწყება.