ამპუტანტ ფეხბურთელებს შორის სუპერთასი გათამაშდა - „თბილისმა" მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა
ამპუტანტ ფეხბურთელებს შორის სუპერთასი გათამაშდა - „თბილისმა" მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა

„იმედის“ საფეხბურთო სტადიონზე ამპუტანტ ფეხბურთელებს შორის 2019 წლის საქართველოს სუპერთასი გაიმართა, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელშეწყობით და ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

გადამწვყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს თბილისის „თბილისი“ და ბათუმის „აჭარა“ დაუპირისპირდნენ. მატჩი თბილისელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით, ანგარიშით 4:1 დასრულდა.

სუპერთასის შეხვედრის დასრულების შემდეგ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. მონაწილე გუნდებს და გამორჩეულ ფეხბურთელებს სამახსოვრო პრიზები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა აკაკი ალადაშვილმა გადასცა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, მსგავსი ტურნირების მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.

დატოვე კომენტარი