ამხანაგური შეხვედრა თურქეთში - ქუთაისის „ტორპედომ“ ხარკოვის „მეტალისტთან“ ფრედ ითამაშა #1TVSPORT
ამხანაგური შეხვედრა თურქეთში - ქუთაისის „ტორპედომ“ ხარკოვის „მეტალისტთან“ ფრედ ითამაშა #1TVSPORT

თურქულ შეკრებაზე ქუთაისის „ტორპედომ“ მესამე ამხანაგური შეხვედრა უკრაინის პრემიერლიგის გუნდთან, ხარკოვის „მეტალისტთან“ ჩაატარა და ფრედ 0:0 ითამაშა.

„ტორპედო“ (სასტარტო შემადგენლობა): კვასხვაძე, მჭედლიშვილი, მონტეირო, სანდოხაძე, ქობულაძე, გიგაური, მანჯგალაძე, კეიკე, შულაია, კაბალიერო, ბუღრიძე.

შეცვლაზე შევიდნენ: გოშაძე, ნადარაია, გეგეჭკორი, ელბაქიძე, არაბიძე, ქიმაძე, ნეტო, ახვლედიანი, სამურკასოვი, ჩიტაიშვილი.

ქუთაისის „ტორპედომ“ ახალი სეზონისთვის მზადება 10 იანვარს თბილისში დაიწყო, შემდეგ კი თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა, სადაც 3 ამხანაგური შეხვედრა უკვე გამართა, სამსაც კიდევ ჩაატარებს. „ტორპედოს“ მეტოქეები იქნებიან უკრაინული „ლვივი“, ლატვიური „რიგა“ და მაკედონიურისილეკსი“.

საქართველოს თასის მფლობელი თურქეთში 15 თებერვლამდე დარჩება.