ამხანაგური მატჩი სამხრეთ კორეასთან – პირველი ტაიმის შემდეგ საქართველო 1:0 იგებს (ვიდეო)
საქართველოსა და სამხრეთ კორეის საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრის პირველი ტაიმი საქართველოს ეროვნული გუნდის გამარჯვებით დასრულდა – 1:0.
თურქეთში, სტამბოლის ფათიჰ თერიმის სახელობის სტადიონზე მიმდინარე მატშჩი საქართველოს ნაკრებს საბა კვბირკველია და დათა ხოჭოლავა ვერ ეხმარებიან – საბა ჯერ ფორმაში არაა, ხოლო ხოჭოლავას მხრის ტრავმა აწუხებს. ინდივიდუალურად ემზადება ლაშა დვალი და ის განაცხადშიც ვერ მოხვდა, ისევე როგორც ახალწვეული ლევან შენგელია. სამაგიეროდ, ვლადიმირ ვაისმა ძირითად შემადგენლობაში ზუკა დავითაშვილი დააყენა.
თამაში თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა. ანგარიშის გახსნას ორივე გუნდი ცდილობდა. 29-ე წუთზე შანსი თორნიკე ოქრიაშვილს ჰქონდა, მაგრამ მეკარემ დაასწრო და ვერ დაარტყა.
„ჯვაროსნებმა“ მეტოქეს კართან სახიფათო შეტევა 38-ე წუთზეც განახორციელეს, მაგრამ ვაკო ყაზაიშვილის დარტყმას კორეის ნაკრების მეკარე გადაეღობა.
ანგარიში საქართველოს ნაკრებმა ამინც გახსნა: მე-40 წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა კორეელ ნახევარმცველს ბურთი აართვა და მეკარესთან პირისპირ ჯანო ანანიძე დატოვა, რომნელმაც ზუსტად დაარტყა 1:0.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მაკარიძე – კაკაბაძე, კაშია, ტაბიძე, ხარაბაძე – აბურჯანია, კიტეიშვილი – დავითაშვილი, ანანიძე, ოქიაშვილი – ყაზაიშვილი
სათადარიგოები: ლორია, კუპატაძე – გრიგალავა, კანკავა, დაუშვილი, ლობჟანძე, ჭანტურიშვილი, ჯიღაური, პაპუნაშვილი, გვილია, კვარაცხელია, ქვილითაია
საქართველოსა – კორეის ნაკრებების მატჩის პირდაპირი ტელერეპორტაჟი საქართველოს პირველი არხზე მიმდინარეობს.