ამხანაგური მატჩი - საფრანგეთი-ურუგვაი 1:0 | მბაპე ტრავმირებულია [ვიდეო]
ამხანაგური მატჩი - საფრანგეთი-ურუგვაი 1:0 | მბაპე ტრავმირებულია [ვიდეო]

ერთა ლიგიდან თავისუფალმა საფრანგეთის ნაკრებმა, პარიზში, ამხანაგურ მატჩში ურუგვაი მიიღო და მეორე ტაიმში გატანილი პენალტით მინიმალურად – 1:0 მოიგო. თერთმეტმეტრიანი ოლივიე ჟირუმ 52-ე წუთზე გამოიყენა.

 

საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში ორ ფეხბურთელს – „ლიონის“ მცველს ფერლან მენდის და „გლადბახის“ ფორვარდს – ალასან პლეას, დებიუტი ჰქონდა.

შეხვედრა „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდის, კილიან მბაპეს ტრავმით აღინიშნა. ერთ-ერთ ეპიზოდში მან მხარი დაიზიანა და 36-ე წუთზე ტოვენმა შეცვალა.

მსოფლიოს ჩემპიონებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს:
ლორისი, პავარი, რამი, საკო (კიმპემბე, 46), მენდი, კანტე, ნდომბელე (ფეკირი, 70), გრიზმანი (სისოკო, 90+3), მატუიდი (ნ`ზონზი, 62), მბაპე (ტოვენი, 36), ჟირუ (პლეა, 80).