ამხანაგური მატჩი | პორტუგალიამ ნიგერია მინიმალური ანგარიშით დაამარცხა, რონალდომ ზედიზედ მესამე მატჩში ვერ გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
ამხანაგური მატჩი | პორტუგალიამ ნიგერია მინიმალური ანგარიშით დაამარცხა, რონალდომ ზედიზედ მესამე მატჩში ვერ გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

მსოფლიო ჩემპიონატის წინ ბოლო ამხანაგური მატჩი ჩაატარა პორტუგალიის ნაკრებმა. რობერტო მარტინესის გუნდმა ლეირიაში ნიგერიას უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

ანგარიში შეხვედრაში 23-ე წუთზე პედრო ნეტომ გახსნა. მე-14 წუთზე ნიგერიამ აკორ ადამსის გოლით გაათანაბრა ანგარიში. მასპინძლებმა გამარჯვების გოლი 75-ე წუთზე გაიტანეს. თავი გამოიჩინა ფრანსისკო კონსეისაომ.

კრიშტიანო რონალდო სასტარტო შემადგენლობაში იყო და ის 65-ე წუთზე გონსალო რამუშმა შეცვალა. კრიშტიანომ ნაკრებში ზედიზედ მესამე მატჩში ვერ გაიტანა – ასეთი სერია მას ევრო 2024-ის შემდეგ არ ჰქონია.