ამხანაგური მატჩი - ბრაზილია-კამერუნი 1:0 | ნეიმარმა ტრავმა მიიღო [ვიდეო]
ამხანაგური მატჩი - ბრაზილია-კამერუნი 1:0 | ნეიმარმა ტრავმა მიიღო [ვიდეო]

ინგლისის ქალაქ მილტონ კისში, ბრაზილიის ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით – 1:0 კამერუნი დაამარცხა. ერთადერთი გოლი „ევერტონის“ ფორვარდმა რიშარლისონმა 45-ე წუთზე გაიტანა.

 

რიშარლისონი მოედანზე მეცხრე წუთზე, შეცვლაზე შევიდა. მან ტრავმირებული ნემიარი შეცვალა. ჯერჯერობით, უცნობია, რამდენს გამოტოვებს „პარი სენ-ჟერმენის“ ერთ-ერთი ლიდერი, თუმცა ბრაზილიის ნაკრების ექიმმა აღნიშნა, რომ ტრავმა სერიოზული არ არის.

მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, ბრაზილიამ ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგო, თან არც ერთში გოლი არ გაუშვია.

ბრაზილიამ ასეთი შემადგენლობით ითამაშა:
ედერსონი, დანილო, ალექს სანდრო, პაბლო, მარკინიოსი, პაულინიო (უოლასი, 69), ალანი, არტური, ვილიანი (დუგლას კოშტა, 68), ნეიმარი (რიშარლისონი, 9), რობერტო ფირმინო (გაბრიელ ჟესუსი, 46).