ამხანაგური მატჩები ბელგიაში - ფუტსალის ნაკრები შეკრებას იწყებს
ამხანაგური მატჩები ბელგიაში - ფუტსალის ნაკრები შეკრებას იწყებს
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები წლის ბოლო საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრებს ბელგიის წინააღმდეგ გამართავს. მატჩები 2 და 3 დეკემბერს ბელგიის ქალაქ ჰერენტალსის სპორტის სასახლეში გაიმართება.
 
ბელგია-საქართველოს ორივე მატჩი ადგილობრივი დროით 20:30 საათზე დაიწყება. საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მომდევნო ამხანაგურ მატჩებს რამდენიმე წამყვანი მოთამაშის გარეშე გამართავს. მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა უახლოესი მატჩებისთვის 14 ფეხბურთელი გამოიძახა.
მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ-იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი)
მცველები: შოთა თოფურია (თელასი, თბილისი), მიხეილ თევზაძე (თელასი, თბილისი), ბექა ბექაური (კავკასიის უნივერსიტეტი, თბილისი)
​ნახევარმცველები: ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი), ვახტანგ ჯვარაშვული (თელასი, თბილისი), კახაბერ მაისაია (სალინესი, ბოსნია-ჰერცეგოვინა), ნუკრი ჭუმბურიძე (თელასი, თბილისი), გიორგი ღავთაძე (კავკასიის უნივერსიტეტი, თბილისი)
თავდამსხმელები: ირაკლი თოდუა (თელასი, თბილისი), გიორგი სილაგავა (რედ დრაგონსი, პოლონეთი), არჩილ სებისკვერაძე (სვაროგი, ჩეხეთი), ჯანიკო გიორგაია (თელასი, თბილისი)
​ამ სპარინგებით ავთანდილ ასათიანის გუნდი მზადებას ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის იწყებს. შესარჩევში საქართველოს ფუტსალის ნაკრები F ჯგუფში გერმანიის, კოსოვოსა და ავსტრიის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. შეხვედრები 29 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.