ამხანაგური მატჩები აზერბაიჯანთან - 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ევრო 2025-ის შესარჩევისთვის მზადებას იწყებს #1TVSPORT
27 და 30 სექტემბერს საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებს. გუნდი სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში აზერბაიჯანის ასაკობრივ ნაკრებს უმასპინძლებს.
17-წლამდელთა მთავარმა მწვრთნელმა, სალომე ხუბულურმა მოახლოებული თამაშებისთვის ნაკრებში 23 ფეხბურთელი გამოიძახა.
საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრების შემადგენლობა:
მეკარე: ანასტასია დობროვოლსკაია (რუსთავი), ანანო სიგუა (რაჭა), თათია ფხაკაძე (ვერე)
დაცვა: ლიზი უშხვანი, მარიამ გოგუაძე (ორივე – ნორჩი დინამო), ლოლიტა კალოიანი (რუსთავი), ელენე ბოლქვაძე (ბათუმი), ელიზაბეტ რიჟამაძე (კვარტალი)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ანანო მიქაბერიძე, ნატო გუტიკაშვილი, ნინო ჩხეტიანი, ნინო მეტრეველი (ოთხივე – რუსთავი), სოფო ბერულავა, ანასტასია ბუჩუკური, ანანო წიქარიძე (სამივე – ნორჩი დინამო), თაკო ბულია, ანანო ჯოჯუა (ორივე – კოლხეთი ხობი), ლიზი კაკულია (დინამო გაგრა), ქეთევან ჭურკვეიძე (ბათუმი), ანა გრიგალაშვილი (თეთრიწყარო), ანა დოლიშვილი (ახალგორი), კესო მეტონიძე (რაჭა), ანა ბოლოთაშვილი (ლევანტე ბადალონა, ესპანეთი)
ამხანაგური მატჩები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილია. ნოემბერში გასამართ შესარჩევ ეტაპზე, საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები სლოვაკეთს, მონტენეგროს და ლატვიას დაუპირისპირდება.
მატჩების განრიგი
27 სექტემბერი, 18:00
საქართველო – აზერბაიჯანი
30 სექტემბერი, 13:00
საქართველო – აზერბაიჯანი