ამხანაგურები უკრაინასთან - 17-წლამდე გოგონათა ნაკრები მზადებას იწყებს
ამხანაგურები უკრაინასთან - 17-წლამდე გოგონათა ნაკრები მზადებას იწყებს

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 17-წლამდელ ფეხბურთელ გოგონათა შორის მალე დაიწყება.

ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, მანამდე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ხელძღვანელობა გუნდს თამაშებისთვის ამზადებს და ორი ამხანაგური შეხვედრა დაგემა – ლევან ბაჯელიძის გაწვრთნილები უკრაინის 17-წლამდე ნაკრებს უმაპინძლებენ.

მატჩები 19 და 21 სექტემბერს თბილისის „დავით პეტრიაშვილის არენაზე“ გაიმართება და ორივე 16:00 საათზე დაიწყება.

17-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან ბაჯელიძემ უახლოესი მატჩებისთვის 20 ფეხბურთელი გამოიძახა –

სვეტლანა გაბელაია, გვანცა ქადაგიშვილი, ნინო გურიელიძე, ელენე რაუხი, ანი აკობიძე, ქეთევან ცაავა, მეგი ეჯიბია, მაიკო ბებია, მეგი გოციტიძე, ლიზი მწყერაშვილი, ლანა მჟავია, ანასტასია ბოლქვაძე, ანა წულაია, ნათელა წოწერია, ნათია თავართქილაძე, მანანა ვაშაკიძე, ეკატერინე ჩირგაძე, ანი ლომსაძე, ნათია დანელია, მარიამ გოროზია.