გია ამირხანაშვილმა მოსკოვის სარაგბო კლუბ „სლავას“ მთავარი მწვრთნელის პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა. ამირხანაშილის ადგილი ანდრე ტრედუმ დაიკავა, რომელიც აღნიშნულ კლუბში 2019 წლიდან მუაშობს. კონკრეტულად კი ანდრე ტრედუ „სლავას“ დაცვის მწვრთნელი გახლდათ.
„სლავიას“ სამწვრთნელო შტაბს კიდევ ერთი სამხრეთ აფრიკელი, ფიზმომზადების სპეციალისტი შეუერთდება. ასევე გუნდის შემადგენლობაში რამდენიმე სამხრეთ აფრიკელი მოთამაშეც გამოჩნდება.
რაც შეეხება ქართველ მწვრთნელს, როგორც კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ჯერჯერობით არ არის გარკვეული დარჩება თუ არა ამირხანაშილი „სლავას“ სამწვრთნელო შტაბში. როგორც ირკვევა, ქართველი სპეციალისტი ამჟამად საქართველოში იმყოფება და ეს გადაწყვეტილება ოჯახური მდგომარეობის გამო მიიღო.
„პირველ რიგში მინდა ვთქვა რომ გია ამირხანაშვილმა ძალიან კარგად იმუშავა გუნდთან გასულ სეზონში და ძალიან კარგი საფუძველი ჩაუყარა შემოდგომი წინსვლისთვის. მიხარია და ამაყი ვარ რომ კლუბის ხელმძღვანელობამ ჩემში დაინახა ის სპეციალისტი, ვინც შეძლებს გუნდს მაღალი მიზნები დაუსახოს. „სლავას“ ძალიან კარგი მოთამაშები ჰყავს და ჩვენ აუცილებლად უნდა გადავდგათ წარმატებისკენ ერთი დიდი ნაბიჯი. გუნდს აქვს იმის პოტენციალი რომ ჩემპიონატის ორ საუკეთესო კლუბს შორის იყო“, – განაცხადა „სლავას“ სამხრეთაფრიკელმა მთავარმა მწვრთნელმა.