ტელეკომპანია „იესპიენმა“ (ESPN) გასული სპორტული სეზონი შეაჯამა და პრესტიჟული პრემიები (ESPY Awards) დაარიგა ტრადიციულ ნომინაციებში. დაჯილდოების ცერემონია ლოს-ანჯელესში გაიმართა.
წლის საუკეთესო მამაკაცი სპორტსმენი გახდა „მილუოკის“ კალათბურთელი იანის ანტენტოკუნმპო. ამ ნომინაციაში მისი კონკურენტები იყვნენ – მუკი ბეტსი (ბეისბოლი), ბრუქს კოეპკა (გოლფი) და პატრიკ მაჰომსი (ამერიკული ფეხბურთი).
წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენის ნომინაცია მოიგო აშშ-ის ქალთა ნაკრების ფეხბურთელმა ალექს მორგანმა. მისი კონკურენტები იყვნენ – სიმონ ბაილსი (სპორტული ტანვარჯიში), მიკაელა შიფრინი (სამთო თხილამურები) და ბრეანა სტიუარტი (კალათბურთი).
სხვა პრესტიჟულ ნომინაციებში გამარჯვებულები:
საუკეთესო გუნდი – აშშ-ის ქალთა საფეხბურთო ნაკრები
კოლეჯის საუკეთესო სპორტსმენი – ზაიონ უილიამსონი (კალათბურთი)
საუკეთესო მოთამაშე (NFL, ამერიკული ფეხბურთი) – პატრიკ მაჰომსი
საუკეთესო მოთამაშე (MLB, ბეისბოლი) – კრისტიან იელიჩი
საუკეთესო მოთამაშე (NBA, კალათბურთი) – იანის ანტენტოკუნმპო
საუკეთესო მოთამაშე (WNBA, კალათბურთი) – ბრეანა სტიუარტი
საუკეთესო მოთამაშე (NHL, ჰოკეი) – ალექსანდრ ოვეჩკინი
საუკეთესო მოთამაშე (MLS, ფეხბურთი) – ზლატან იბრაჰიმოვიჩი
საუკეთესო უცხოელი ფეხბურთელი (კაცი) – ლიონელ მესი (არგენტინა)
საუკეთესო უცხოელი ფეხბურთელი (ქალი) – სემ კერი (ავსტრალია)
საუკეთესო ავტომრბოლელი – კაილ ბუში (NASCAR)
საუკეთესო მეგოლფე – ბრუქს კოეპკა
საუკეთესო მოკრივე – საულ ალვარესი
საუკეთესო მებრძოლი (MMA) – დანიელ კორმიე
საუკეთესო მატჩი – ლოს ანჯელეს რამსი-კანზას სიტი ჩიფსი 54:51 (ამერიკული ფეხბურთი)
ყველაზე დიდი სენსაცია – ენდი რუისის მოგება ენტონი ჯოშუასთან ბრძოლაში (კრივი)