„კლივლენდ კავალიერზის“ ლიდერი ლებრონ ჯეიმსი მომავალი სეზონისთვის თავის ამჟამინდელ გუნდში დარჩება, – წერს The Athletic-ი.
ინტერნეტგამოცემის მონაცემებით, 33 წლის კალათბურთელმა გადაწყვიტა, გაააქტიუროს კონტრაქტის გაგრძელების პუნქტი, რომლითაც ის დარჩება კლუბში და ამის სანაცვლოდ, 35.6 მილიონ დოლარს მიიღებს.
ჯეიმსმა გადაწყვეტილება 29 ივნისამდე უნდა მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველი ივლისიდან შეუზღუდავი უფლებების თავისუფალი აგენტი გახდება.
აღსანიშნავია, რომ ლებრონ ჯეიმსზე მთავარი პრეტენდენტები არიან – „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ და „ჰიუსტონი“.
ჯეიმსი „კლივლენდში“ 2014 წლიდან თამაშობს.