ამერიკული პრესა – გიგა ჭიკაძე კელვინ კატარს დაუპირისპირდება #1TVSPORT

23:09, 08.10.2021

გიგა ჭიკაძე კელვინ კატარის წინააღმდეგ – mmajunkiedotcom ინფორმაციით, ქართველის მეტოქე გარკვეულია და ეს ბრძოლა UFC -ის ღონისძიებებიდან 2022 წლის დასაწყისში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება.

იუწყებიან, რომ ჭიკაძისა და კატარის ბრძოლა 16 იანვრისთვის ჩაინიშნა და ოფიციალურად უახლოეს დღეებში გამოაცხადებენ.

გიგა ჭიკაძე დივიზიონის რეიტინგში მერვე ადგილზეა, ხოლო კელვინ კატარი – მეხუთეზე.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა ბრაზილიელი ედსონ ბარბოზა ნოკაუტით დაამარცხა.

მსგავსი