ამერიკული მედიის ინფორმაციით, „ლეიკერსი“ და „ბოსტონი“ ენტონი დევისისთვის იბრძვიან
„იესპიენის“ (ESPN) ჟურნალისტი ადრიან ვოჟნაროვსკი იუწყება, რომ „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ და „ბოსტონ სელტიკსი“ აქტიურად არიან ჩართულნი მოლაპარაკებებში ენტონი დევისის გადასაბირებლად.
როგორც ცნობილია, „ნიუ ორლეანის“ სუპერვარსკვლავი კვლავ გუნდის შეცვლას მოითხოვს. წყაროზე დაყრდნობით, ლოს ანჯელესური გუნდი „ნიუ ორლეანს“ ენტონი დევისის სანაცვლოდ ბრენდონ ინგრამს, ლონზო ბოლს და დრაფტის მეოთხე რაუდნის კალათბურთელს სთავაზობს, თუმცა „პელიკანსის“ ხელმძღვანელობას კაელ კუზმაც სურს.
რაც შეეხება „სელტიკსს“, ვოჟნაროვსკის მტკიცებით, „ბოსტონი“ ყველანაირად შეეცდება, „ნიუ ორლეანელებს“ „ლეიკერსზე“ უკეთესი პირობები შესთავაზოს.