ამერიკული მედიის ინფორმაციით, კაირი ირვინგს სელტიკთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს
„ათლეტიკის“ ჟურნალისტი შემს ჩარანია იუწყება, რომ კაირი ირვინგი უახლოეს მომავალში თავისუფალი აგენტის სტატუსს მოიპოვებს.
ამერიკულ ბუკმეიკერულ კომპანიებზე დაყრდნობით, ირვინგის შეძენის ყველაზე რეალური კანდიდატები „ბრუკლინ ნეთსი“ და „ნიუ იორკ ნიქსი“ არიან. ირვინგის „ლოს ანჯელეს ლეიკერსში“ გადასვლის კოეფიციენტი კი „ბოსტონში“ დარჩენის კოეფიციენტის ტოლფასია.