ამერიკული მედიის ინფორმაციით, ენტონი დევისს კვლავ სხვა გუნდში გადასვლა სურს
რამდენიმე საათის წინ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) დრაფტის ლატარეა გაიმართა, სადაც პირველი ნომრის აყვანის უფლება ნიუ-ორლეანმა მოიპოვა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პელიკანსი, სავარაუდოდ, ზაიონ ვილიამსონს აიყვანს.
როგორც ცნობილია, ზამთრის სატრანსფერო სეზონზე ორლეანელთა ლიდერმა ენტონი დევისმა გაცვლა მოითხოვა, თუმცა საბოლოოდ მაინც პელიკანსში დარჩა. რადგან ნიუ-ორლეანმა დრაფტზე პირველი ნომრის აყვანის უფლება მოიპოვა, აქედან გამომდინარე ბევრმა იფიქრა, რომ დევისი გადაწყვეტილებას შეცვლიდა და გუნდში დარჩენას მოისურვებდა, თუმცა, როგორც ჩანს, ეს ასე არ არის.
ატლეტიკის (The Athletic) ჟურნალისტი შემს ჩარანია იუწყება, რომ დევისს კვლავ გუნდის შეცვლა სურს.