ამერიკული მედია და ყველა სარწმუნო წყარო იუწყება, რომ ლოს ანჯელეს „ლეიკერსმა“ და „ოკლაჰომამ“ მიაღწიეს შეთანხმებას დენის შროდერთან დაკავშირებით და 2020-21 წლების რეგულარულიდან გერმანელი გამთამაშებელი „ლეიკერსის“ ღირსებას დაიცავს. სანაცვლოდ კი „ოკლაჰომა“ დენი გრინსა და დრაფტის პირველი რაუნდის მოთამაშეს მიიღებს.
შეიძლება ითქვას, რომ ამ გაცვლით მოგებული „ლეიკერსი“ დარჩა. რადგან მან მესამე ძლიერი კალათბურთელი მიიღო. ოკლაჰომელებმა კი კრის პოლისა და დენის შროდერის გაშვებით გუნდის ორივე გამთამაშებელი დაკარგეს. ახალი სეზონიდან მათ პლეი ოფის საგზურისთვის ბრძოლა ძალიან გაუჭირდებათ.