ამერიკული გამოცემა - ბითაძე თავის რიტმს დაუბრუნდა #1TVSPORT 
ამერიკული გამოცემა - ბითაძე თავის რიტმს დაუბრუნდა #1TVSPORT 

გოგა ბითაძე ბოლო ტრავმიდან დაბრუნების შემდეგ, არც თუ ისე სტაბილურად გამოიყურება და იმ პერიოდში, როცა „პეისერსს“ მთავარი ცენტრი, მაილს ტერნერი ტრავმირებული ჰყავს, ქართველი კალათბურთელი შანსებს მაქსიმალურად ვერ იყენებს. „მილუოკისთან“ თამაშამდე, ბოლო ორ შეხვედრაში კლივლენდთან და ფილადელფიასთან მას მხოლოდ 4 ქულა დაუგროვდა და ოთხივე ქულა საჯარიმოს ხაზიდან მოიპოვა, მაგრამ საბედნიეროდ, გოგამ „ბაქსთან“ თავისი თავი გაგვახსენა და მიუხედავად მარცხისა კარგი შედეგი დააფიქსირა.

ბითაძემ „ბაქსის“ წინააღმდეგ 10 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი დააგროვა

მის თამაშს ამერიკული გამოცემა cbs sports-იც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქართველი კალათბურთელი თავის რიტმს უბრუნდება.

„ბითაძე თამაშში დაბრუნდა. მან წინა ორ შეხვედრაში 8 მცდელობიდან ვერცერთი ჩააგდო და „ბაქსთან“ მოპოვებული 10 ქულით ის თავის რიტმს დაუბრუნდა. გოგამ ფარქვეშ მოხსნებში თავისი წვლილი შეიტანა და როგორც მეპასემ, ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. მისი სათამაშო დრო ამ სეზონში საშუალოდ მატჩში 12.4 წუთი შეადგენს, რა დროშიც ის 5.2 ქულას, 3.3 მოხსნას და 1.3 დაფარებას აგროვებს.“