ბითაძის 10 ქულა „მილუოკისთან“ - „ინდიანამ“ იანისი ვერ შეაჩერა [ვიდეო] #1TVSPORT 
ბითაძის 10 ქულა „მილუოკისთან“ - „ინდიანამ“ იანისი ვერ შეაჩერა [ვიდეო] #1TVSPORT 

„ინდიანა პეისერსიNBA-ის რეგულარი სეზონის ბოლო შეხვედრებს მართავს. ამჯერად, ბითაძის გუნდი ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტს „მილუოკი ბაქსს“ დაუპირისპირდა და სანახაობრივ მატჩში 133:142 დამარცხდა.

ქართველმა კალათბურთელმა არასრული 24 წუთი ითამაშა და მოედანზე ნამდვილად გამოირჩა. მან 10 ქულის, 6 მოხსნის და 4 პასის გაკეთება მოასწრო. გოგა დაცვაშიც აქტიურობდა, მაგრამ იანის ანტეტოკუმპოს გაჩერება მასთან ერთად „ინდიანას“ ვერცერთმა კალათბურთელმა მოახერხა და საბოლოო ჯამში, ბითაძემ 5 პერსონალური ჯარიმა მიიღო. ახალგაზრდა ცენტრმა 3-დან 2 სამქულიანი გამოიყენა და 6-დან 4 ერთქულიანი, საშუალო დისტანციიდან კი 2-ჯერ ისროლა და ორივეჯერ ააცილა, მას +/- მაჩვენებელი სასტარტო შემადგენლობის წევრებთან შედარებით ბევრად უკეთესი ჰქონდა +1.

შეხვედრა „ინდიანამ“ კარგად დაიწყო და მეტოქეს არაფერს უთმობდა, მაგრამ იანისის დახმარებით „ბაქსმა“ მალევე მოიპოვა უპირატესობა, რაც მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა.

ინდიანა – მილუოკი 133:142

როგორც ყოველთვის, ბერძენი კალათბურთელი ამ შეხვედრაშიც შეუჩერებელი იყო და ორმაგი დუბლი 40 ქულითა და 15 მოხსნით მიითვალა, „მილუოკიდან“ ორმაგი დუბლი ასევე გაიფორმა ჯრუ ჰოლიდეიმ, რომლის ანგარიშზეც 20 ქულა და 14 პასია. „ინდიანადან“ ყველაზე შედეგიანი 26 ქულით ჯასტინ ჰოლიდეი იყო, საბონისმა კი 10 ქულითა და 14 პასით მორიგი ორმაგი დუბლი გაიფორმა.

ინდიანამსაპლეიოფო გადათამაშების საგზური წინა შეხვედრაში გაინაღდა. ახლა კი ნეიტ ბიორკგრენის გუნდს რეგულარული სეზონის ამოწურვამდე 2 მატჩი აქვს დარჩენილი. შემდეგ შეხვედრას „პეისერსი“ ხვალ, 15 მაისს „ლეიკერსის“ წინააღმდეგ გამართავს.