გოგა ბითაძის „ინდიანამ“ კონფერენციის ლიდერს სძლია და საპლეიოფო გადათამაშება გაინაღდა [ვიდეო] #1TVSPORT

მიმდინარე სეზონზე გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ 69-ე მატჩი გამართა და 33-ე გამარჯვება მოიპოვა. ეს ორმაგად ფასეული მოგება იყო, რადგან „პეისერსის“ კალათბურთელებმა კონფერენციის ლიდერი – „ფილადელფია“ დაამარცხეს (103:94) და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი – მათ აღმოსავლეთის კონფერენციაში მეცხრედან მერვე ადგილზე აინაცვლეს და საპლეიოფო გადათამაშებაში ადგილი გაინაღდეს.

გოგა ბითაძემ მოედანზე 18 წუთი დაჰყო, რა დროშიც 4 ქულა, 2 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება მოაგროვა. ინდიანელთა რიგებში საუკეთესო დომანტას საბონისი გახლდათ, რომელმაც სამმაგი დუბლი მიითვალა – 16 ქულა, 13 მოხსნა, 15 შედეგიანი გადაცემა.

„ფილადელფიაში“ შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა ტობიას ჰარისმა, რომელმაც თავი 27 ქულით, 5 მოხსნითა და 3 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

„ინდიანას“ რეგულარული ეტაპის დასრულებამდე სამი მატჩი დარჩა. გუნდი უახლოეს შეხვედრას 14 მაისს „მილუოკის“ წინააღმდეგ გამართავს.

დატოვე კომენტარი