ამერიკის ღია ჩემპიონატზე მამაკაცთა შორის, შესაძლოა სამსეტიანი შეხვედრები გაიმართოს
ამერკის ღია ჩემპიონატის ორგანიზატორები კორონავირუსის პირობებში 2020 წლის პირველობის ჩატარების სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავენ, – იტყობინება AP. იგეგმება შეხვედრების უმაყურებლებოდ ჩატარება, ასევე შესაძლებელია მატჩების ფორმატის შეცვლაც. მაგალითად,მამაკაცთა ტურნირზე მოთამაშეების თხოვნის საფუძველზე სამსეტიანი შეხვედრების გამართვა.
საბოლოო გადაწყვეტილება ტურნირის ჩატარებაზე ივნისში იქნება მიღებული. ძირითადი ბადის მატჩები 31 აგვისტოს უნდა დაიწყოს. შეგახსენებთ,რომ მსოფლიო პანდემიის გამო ჩოგბურთის თამაში სამი თვეა შეჩერებულია.