ამერიკელმა რაპირისტმა პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ პროტესტის ცნობილი ფორმა გამოიყენა
ამერიკელი მოფარიკავე რეის იმბოდენი ცალი მუხლით დაიჩოქა ამერიკის შეერთებული შტატების ჰიმნის შესრულებისას – ეს მოხდა პანამერიკული თამაშების დაჯილდოვების ცერემონიის დროს.
„ამ კვირას მქონდა პატივი, წარმომედგინა აშშ პანამერიკულ თამაშებზე. შინ ოქროთი და ბრინჯაოთი დავბრუნდი. მაგრამ ჩემი სიამაყის გრძნობა ზარალდება ჩემს მშობლიურ ქვეყანაში არსებული მრავალრიცხოვანი ნაკლოვანებებით. რასიზმი, იარაღზე კონტროლის არარსებობა, მიგრანტებთან სასტიკი მოპყრობა და პრეზიდენტი, რომელიც ზიზღს ავრცელებს – ეს მხოლოდ აისბერგის წვერია. დღეს მე გადავწყვიტე, მსხვერპლად შემეწირა საზეიმო მომენტი, რათა მიმეპყრო ყურდღება საკითხებისადმი, რომლებიც, ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა გადაიჭრას“, – ასე ახსნა თავისი საქციელი იმბოდენმა.
ამერიკელი 26 წლისაა. მან 2016 წელს, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიგო გუნდურ რაპირაში. მას ასევე ოქრო და სამი ვერცხლი აქვს აღებული მსოფლიოს ჩემპიონატზე.