ამერიკელმა მორბენალმა ინფინიტ ტაკერმა ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ფეიეტვილში გამართულ ტურნირზე უცნაური ხერხით მოიპოვა გამარჯვება 400 მეტრზე თარჯრბენში.
დისტანციის ბოლო მეტრებზე მას ეწეოდა კონკურენტი რობერტ გრანტი. ამიტომაც, უკანასკნელ მომენტში ტაკერმა „სუპერმენის ნახტომი“ შეასრულა და პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი შედეგით – 48.38 წამი.
უჩვეულო ფინიშის შემდეგ, ტაკერმა მილოცვები მიიღო მეტოქეებისგან, მათ შორის, მეორე ადგილზე გასული გრანტისგან.