ამერიკელმა მოცურავემ მსოფლიო ჩემპიონატზე რვა მედალი მოიპოვა და ფელპსის რეკორდი გააუმჯობესა
ამერიკელმა მოცურავემ მსოფლიო ჩემპიონატზე რვა მედალი მოიპოვა და ფელპსის რეკორდი გააუმჯობესა

სამხრეთ კორეაში დასრულდა ცურვაში მსოფლიო ჩემპიონატი. უნიკალური რეკორდის ავტორი გახდა 22 წლის ამერიკელი კალებ დრესელი. ის პირველი მოცურავეა ისტორიაში, რომელმაც ერთი ჩემპიონატის დროს რვა მედალი მოიპოვა.

წლევანდელ პირველობაზე დრესელმა მოიპოვა ექვსი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალი. ასევე ამერიკელმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა 100 მეტრზე ბატერფლაით ცურვაში.

აქამდე, თავად დრესელს (2017 წელს) და ლეგენდარულ მაიკლ ფელპსს ორჯერ (2007, 2011) ჰქონდათ მსოფლიოს ერთ ჩემპიონატზე შვიდ-შვიდი მედალი აღებული.

სერთო ჯამში, დრესელის ანგარიშზე მსოფლიო ჩემპონატებზე 13 ოქრო და ორი ვერცხლი მოდის. ამერიკელს ასევე ორი ოქრო აქვს მოპოვებული 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე.