ამერიკელი მილიარდერი ჩაატარებს ოლიმპიურ თამაშებს, რომელზეც დოპინგი იქნება დაშვებული #1TVSPORT
ამერიკელი მილიარდერი პიტერ ტილი დააფინანსებს სპეციალურ ოლიმპიურ თამაშებს, – ამის შესახებ წერს გაზეთი The New York Post-ი.
ამ ტურნირში სპორტსმენებს დოპინგის გამოყენების უფლება ექნებათ.
წყაროს ცნობით, ბიზნესმენი აპრილში გეგმავს თავისი პროექტის შესახებ უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის გამოქვეყნებას. ის ასევე აპირებს, თავისი იდეა განავითაროს პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დროს.
ჩანაფიქრის მიხედვით, „სტეროიდებზე თამაშები“ წელიწადში ერთხელ გაიმართება. პირველი ოლიმპიადა, შესაძლოა, უკვე 2025 წელს ჩატარდეს და მასში სპორტის ხუთი სახეობა იქნება წარმოდგენილი – ცურვა, ტანვარჯიში, ძალოსნობა, მძლეოსნობა და ორთაბრძოლები.