გერმანიის დედაქალაქ ბერლინში პრეტენდენტთა ტურნირის მეცხრე ტური გაიმართა. ოთხიდან სამი პარტია ყაიმით დასრულდა, ერთადერთ შედეგიან პარტიაში კი ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი ვლადიმირ კრამნიკი დამარცხდა. ეს მისი ზედიზედ მეორე და ჯამში მეოთხე წაგება იყო.
ცხრა ტურის შემდეგ ისევ ამერიკელი დიდოსტატი ფაბიანო კარუანა ლიდერობს, რომელსაც 6 ქულა აქვს და ნახევარი ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს, აზერბაიჯანელ შაჰრიარ მამედიაროვს. მე-10 ტურში, რომელიც 22 თებერვალს გაიმართება, სწორედ ეს ორი მოჭადრაკე შეხვდება ერთმანეთს.
მეცხრე ტურის პარტიები ასე დასრულდა:
ფაბიანო კარუანა (აშშ) – დინ ლიჟენი (ჩინეთი) – 0,5:0,5
სერგეი კარიაკინი (რუსეთი) – ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი) – 1:0
ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი) – უესლი სო (აშშ) – 0,5:0,5
შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი) – ლევონ არონიანი (სომხეთი) – 0,5:0,5
მდგომარეობა ცხრა ტურის შემდეგ:
1. კარუანა – 6 ქულა;
2. მამედიაროვი – 5.5 ქულა;
3. გრიშჩუკი – 5 ქულა;
4-5. დინ ლიჟენი, კარიაკინი – 4.5 ქულა;
6-8. კრამნიკი, არონიანი, სო – 3.5 ქულა.
პრეტენდენტთა ტურნირი ორწრიანია და მოჭადრაკეებმა ჯამში 14 ტური უნდა ითამაშონ. გამარჯვებული მიიღებს უფლებას – საჩემპიონო მატჩში დაუპირისპირდეს ტიტულის მფლობელს, ნორვეგიელ მაგნუს კარლსენს.