უბედური შემთხვევა მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის “ჯი ლიგის” ერთერთი შეხვედრის დროს. “გრანდ რაპიდის” კალათბურთელი ზიკ აფშოუ მოედანზე გულის უკმარისობის გამო გარდაიცვალა. ილინოისური კლუბის 26 წლის სპორტსმენი “ლონგ აილენდის” წინააღმდეგ გამართული შეხვედრის მეოთხე პერიოდში პარკეტზე უგონოდ დაეცა.
აფშოუ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ექიმები გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად სწორედ გულის უკმარისობას ასახელებენ.