ამერიკელი გოლფისტი მეტ ეივერი სამი თვით არის დისკვალიფიცირებული მარიხუანას მოხმარებისთვის. სპორტსმენის თქმით, ამ ნივთიერების გამოყენება ნებადართულია ფლორიდას შტატში და ექიმმა ოფიციალურად დაუნიშნა ეს ნარკოტიკი ფსიქოლოგიურ დაავადებასთან დაკავშირებით.
ეივერიმ დაამატა, რომ იცოდა პროფესიული გოლფის ტურში ამ ნარკოტიკის აკრძალვის შესახებ, მაგრამ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, რადგან „ყველა მედიკამენტს შორის მარიუხანა ყველაზე უსაფრთხო და ეფექტურია“.
გოლფისტი ტურნირებს 2020 წლის 7 იანვარს დაუბრუნდება.