ამერიკელი ძიუდოისტი ჯეკ ჰეტონი 24 წლის ასაკში გარდაიცვალა, – დაწერა თავის ვებგვერდზე ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა. სპორტსმენის სიკვდილის მიზეზების შესახებ არაფერია ცნობილი. ჰატონი 20 სექტემბერს 24 წლის გახდა.
„ჯეკი არა მხოლოდ გამოჩენილი სპორტსმენი, არამედ კეთილი, მზრუნველი და შესანიშნავი ადამიანი იყო. ის გახლდათ ნამდვილი მაგალითი აშშ-ის ყველა ძიუდოისტისთვის“, – წერია კომიტეტის განცხადებაში.
ჰეტონი 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გამოდიოდა და იყო 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის კანდიდატი. წელს, ამერიკელმა მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე წრეში გააღწია. მისი საუკეთესო შედეგია – ვერცხლის მედალი თურქეთის გრანპრიზე.