ამერიკელებმა ქართული ბაზრის შესწავლა დაიწყეს - MLS-ში კვარაცხელიათი დაინტერესდნენ
ამერიკელებმა ქართული ბაზრის შესწავლა დაიწყეს - MLS-ში კვარაცხელიათი დაინტერესდნენ

სკაუტმა ალექსანდრე ტილმანმა Metaratings.ru- სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ფლანგის თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით, ამერიკული საფეხბურთო ლიგის კლუბი „ტორონტო სიტი“ დაინტერესდა, მაგრამ დროზე მიახვედრეს, რომ ქართველი ამ დონის კლუბში არ გადავიდოდა.

ტილმანი რუსეთში დაიბადა, იყო მოსკოვის „დინამოს“ სკაუტი, მერე კი ამერიკაში წავიდა და „ქოლომბუს ქრიუს“ სკაუტი გახდა. მისი აზრით, 19 წლის ქართველი ფეხბურთელი სათამაშო თვისებებით ევროპის ტოპ- ჩემპიონატების კლუბებს უფრო შეეფერება.

„ერთი წლის წინ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ „ორლანდოს“ სკაუტმა მკითხა. კლუბმა შეისწავლა ახალი ბაზრები და გაირკვა, რომ მისი სკაუტები საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თამაშებს უყურებდნენ, მე ვუპასუხე – „ეს ბიჭი სათქვენო დონე არ არის!“. რატომ? ხვიჩა დიდ ევროპულ კლუბის დონის მოთამაშეა“, – ამბობს ტილმანი.

მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ ყაზანის „რუბინში“ 14 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა, ორი საგოლე გადაცემა გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა. ხვიჩა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ოთხჯერ აღიარეს. მას „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება. მოთამაშის ღირებულებად „ტრანსფერმარკტი“ 7,5 მილიონ ევროს ასახელებს.