ამბავი მეტოქის ბანაკიდან - კოსტადინოვი დაშავდა და საქართველოსთან ვერ ითამაშებს #1TVSPORT
ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს გლივიცეს „პიასტის“ მოთამაშე ტიჰომირ კოსტადინოვი ხანგრძლივი პერიოდით ვერ დაეხმარება. ლეხის „გორნიკთან“ მატჩის დროს ბალკანელი ნახევარმცველი მოედანზე შესვენების შემდეგ გავიდა, მაგრამ 77-ე წუთზე შეცვალეს – აღმოჩნდა, რომ კოსტადინოვს მუხლის იოგები დაუზიანდა.
შესაძლოა, კოსტადინოვი ცნობილ ლიგასა და კლუბში არ თამაშობს, მაგრამ ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მწვრთნელისთვის, ბლაგოი მილევსკისთვის მისი ტრავმა ცუდი ამბავია – კოსტადინოვმა 2019 წლის შემდეგ 19 მატჩი ჩაატარა და ერთ-ერთ საკვანძო მოთამაშედ გადაიქცა.
კოსტადინოვი ეროვნული ნაკრების განუყოფელი ნაწილია, რაც იმას ნიშნავს, რომ ივნისის ერთა ლიგის მატჩებზე ბულგარეთის, გიბრალტარის (ორჯერ) და საქართველოს წინააღმდეგ თამაშს ვერ შეძლებს.
ინფორმაცია მაკედონიურ მედიასთან თავად კოსტადინოვმა დაადასტურა, რომ უახლოეს დღეებში ოპერაცია ჩაუტარდება და ხანგრძლივი შესვენება ექნება, დაახლოებით 5-6 თვე. სავარაუდოდ, ის მოედანს ოქტომბერში დაუბრუნდება.
კოსტადინოვი „პიასტში“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს „რუჟომბეროკიდან“ გადავიდა. ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებში მან 19 შეხვედრა ჩაატარა – გუნდის შემადგენლობაში იყო პორტუგალიასთან მსოფლიო ჩემპიონატის პლეი ოფის ფინალურ მატჩშიც.