ამას ქართველებიც ახერხებენ - „სამტრედიას“ დახატული გოლი სომხურ გუნდთან (ვიდეო)

„სამტრედიამ“ თურქულ შეკრებაზე მორიგი საკონტროლო შეხვედრა სომხურ გუნდთან, „ალაშკერტთან“ გამართა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.

ამ შეხვედრის შესახებ უკვე ვწერდით – ანგარიში პირველ ნახევრში გიორგი ჯგერენაიამ გახსნა. თამაშის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე კი ზურაბ ღირდალაძემ „ალაშკერტის“ კარი მეორედ აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მეორე გოლი გამორჩეულად ლამაზი და სანახაობრივი გამოდგა – ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული გუნდის მოთამაშემ სომხების გუნდის ფეხბურთელს ბურთი საკუთარ საჯარიმოსთან აართვა. ამის შემდეგ კომბინაციაში 11 სამტრედიელი მონაწილეობდა, რომლებმაც უსწრაფესი შეტევა განახორციელეს. აღსანიშნავია, რომ შეტევის დასაგვირგვინებლად კახა კაჭარავას გუნდს 17 წამი დასჭირდა.