ამანდა ნუნესს ჰოლი ჰოლმთან ბრძოლა სურს
ამანდა ნუნესს ჰოლი ჰოლმთან ბრძოლა სურს

ამანდა ნუნესი აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) პირველი ქალი მებრძოლია, რომელმაც ორ წონით კატეგორიაში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ნუნესს ზედიზედ 8 ორთაბრძოლა აქვს გამარჯვებით დასრულებული. მათ შორის, მან დაამარცხა ისეთი დიდი სპორტსმენები, როგორებიც არიან მიეშა ტეიტი, რონდა როუზი და კრის საიბორგი.

ი-ეს-პი-ენთან (ESPN) მიცემულ ინტერვიუში მებრძოლმა განაცხადა, რომ კარიერის დასრულებამდე კიდევ ორი ორთაბრძოლის ჩატარებას გეგმავს.

„ვთვლი, რომ ახლა გასაგებია ვინ უნდა იყოს ჩემი მომდევნო მეტოქე. ჰოლი ჰოლმსი ერთადერთი ყოფილი ჩემპიონია, ვისთანაც არ მიჩხუბია. ასევე ძალიან საინტერესო იქნებოდა კრის საიბორგთან რევანში“, – განაცხადა ნუნესმა.

შეგახსენებთ, რომ ამანდა ნუნესმა დეკემბერში UFC 232-ის ფარგლებში იოლად დაამარცხა კრის საიბორგი. რაც შეეხება ჰოლი ჰოლმსს, ის 2018 წლის ივნისის შემდეგ არ გამოჩენილა ოქტაგონზე, მას შემდეგ რაც მეგან ანდერსონი გადაწყვეტილებით დაამარცხა.