ამანდა ნუნესმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის პლანეტაზე საუკეთესო ქალი მებრძოლია [ვიდეო]
UFC 259-ის ფარგლებში შერეული ორთაბრძოლების მოყვარულებმა არაერთი საინტერესო ბრძოლა და „ფინიში“ იხილეს. ქარდზე სამი სატიტულო დაპირისპირება ჩატარდა. ორი დივიზიონის ჩემპიონმა, ამანდა ნუნესმა ქვემსუბუქი (featherweight) დივიზიონის ტიტული მეორედ დაიცვა. ამჯერად, ბრაზილიელის მეტოქე ავსტრალიელი მეგან ანდერსონი იყო.
ბრძოლა ძალიან სწრაფად, პირველივე რაუნდში დასრულდა (2:03 წუთი). ნუნესმა მეტოქე მტკივნეულ ილეთზე (armbar) დაიჭირა და დანებება აიძულა.
„ვერავინ გამაჩერებს. მე ვგეგმავ, რომ კარიერა დავასრულო დაუმარცხებელმა და სახლში ორი ქამარი მქონდეს“, – აღნიშნა ბრძოლის შემდგომ ინტერვიუში ნუნესმა.