ამანდა ნუნესი 9 მაისს ბრაზილიაში იბრძოლებს
ამანდა ნუნესი 9 მაისს ბრაზილიაში იბრძოლებს

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ორი წონითი დივიზიონის ჩემპიონი ამანდა ნუნესი (19-4) ქვემსუბუქი (featherweight) წონის ჩემპიონის ტიტულის დაცვას 9 მაისს მშობლიურ ბრაზილიაში (საო პაოლო) შეეცდება. პლანეტის საუკეთესო ქალი მებრძოლის მეტოქე ამჯერად ფელიცია სპენსერი იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ „ესპნ“ (ESPN) ავრცელებს.

ნუნესის მეტოქეს შერეულ ორთაბრძოლებში სულ 9 ბრძოლა აქვს გამართული, საიდანაც 8 სპენსერის გამარჯვებით დასრულდა.

ამავე ქარდზე (UFC 250) კიდევ ერთი სატიტულო ბრძოლა შედგება. ჰენრი სეხუდო ქვემსუბუქი (bantamweight) წონის ჩემპიონის ტიტულის დაცვას ჟოზე ალდოსთან შეეცდება. ამავე ღონისძიებაზე შედგება როჯერიო ნოგუეირასა და მაურისიო რუას დაპირისპირება.