ამანდა ნუნესი 9 მაისის ქარდზე აღარ იასპარეზებს
ამანდა ნუნესი 9 მაისის ქარდზე აღარ იასპარეზებს

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი დაბრუნებას 9 მაისს გეგმავს, თუმცა ორგანიზაციას ბრძოლების გამართვა ამანდა ნუნესის გარეშე მოუწევს.

ქალთა ორი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა ქვემსუბუქი (featherweight) ტიტულის დაცვაზე ფელიცია სპენსერის წინააღმდეგ უარი განაცხადა. ამის შესახევ ESPN-ს ამანდას აგენტმა დენ ლამბერტმა განუცხადა.

ამის შესახებ თავად ბრაზილიელმა მებრძოლმაც CBS Sport-ის ეთერში ისაუბრა

„არ ვთვლი, რომ ახლა ბრძოლა ჩემი მხირდან გონივრული გადაწყვეტილება იყოს. მე სრული მოსამზადებელი ეტაპის გავლა ვერ შევძელი. უმჯობესი იქნება, რომ პანდემიამ ცოტათი დაიკლოს და შემდგომ ვიფიქრებ ოქტაგონზე გასვლაზე. ვფიქრობ ივნისში ეს შესაძლებელი იქნება.”

რაც შეეხება ფელიცია სპენსერს, მან განაცხადა, რომ ივნისში ნუნესთან შესახვედრად მზად იქნება. შეგახსენებთ, რომ ამანდა ნუნესს (19-4) ბოლო 10 ბრძოლიდან ყველა აქვს მოგებული. ბრაზილიელი პირველი ქალი მებრძოლია, რომელიც ორი დივიზიონის ჩემპიონია.

31 წლის ნუნესს აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში სულ 12 გამარჯვება აქვს მოპოვებული. ტიტული კი 7 ჯერ აქვს დაცული.

ფელიცია სპენსერს კი სულ 9 ბრძოლა აქვს შერეულ ორტთაბრძლებში ჩატარებული და სულ 1 მარცხი აქვს განცდილი.