ამ სეზონში ჩვენთან ითამაშებს - „მეცში“ მიქაუტაძის ინგლისში გაშვება გამორიცხეს #1TVSPORT
ამ სეზონში ჩვენთან ითამაშებს - „მეცში“ მიქაუტაძის ინგლისში გაშვება გამორიცხეს #1TVSPORT

„მეცის“ ხელძღვანელებმა დაადასტურეს, რომ გუნდის ლიდერებს, მათ შორის გიორგი მიქაუტაძეს „ბარნლი“ იწვევდა, მაგრამ ინგლისელებთან გარიგება გამოირიცხა – ინფორმაციას France Bleu ავრცელებს.

„მეცის“ პრეზიდენტი ბერნარ სერინი France Bleu-სთან საუბარში აღიარებს, რომ ბუბაკარ ტრაორეს პრემიერ ლიგის „ვულვზის“ ინტერესის გამო წასვლა სურს, მაგრამ „ბარნლის“ სამიზნე ჟორჟ მიქაუტაძე არსად მიდის და თავდამსხმელი „მეცს“ არ დატოვებს. კლუბმა უარყო „ბარნლის“ შეთავაზება საფრანგეთის პასპორტის მქონე ქართველის ტრანსფერის 2 მილიონ ფუნტად გამოსყიდვის თაობაზე. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვინსენტ კომპანიმ კი აღნიშნა, რომ 21 წლის ფეხბურთელის დამატება გუნდის ფინანსური მდგომარეობის გამო შეუძლებელი იყო“, – წერს გამოცემა.

„მიქაუტაძე“ ამ სეზონში „მეცის“ მოთამაშე იქნება“, – ეს უკვე ფრანგული კლუბის დირექტორის, პიერ დრეოსის სიტყვებია.

5 მატჩში მიქაუტაძემ უკვე 4 გოლი გაიტანა, 4 საგოლე გადაცემა გააკეთა და ლიგის ბომბარდირებში ლიდერს დაეწია.