ამ გუნდს მსოფლიო ჩემპიონატის მოგება შეუძლია - ხვიჩა კვარაცხელია „გაზეტა დელო სპორტის“ სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა #1TVSPORT
ავტორიტეტულმა იტალიურმა გამოცემა La Gazzetta dello Sport-მა ხვიჩა კვარაცხელია იმ მოთამაშეთა სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშებენ – ავტორი ვარაუდობს, რომ ეს გუნდი მუნდიალსაც მოიგებდა.
„მუნდიალზე ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ ბევრიც ტელევიზიით მიადევნებს თვალს მსოფლიო ჩემპიონატს. შემადგენლობა, ვინც ყატარის ჩემპიონატში ვერ ითამაშებს, მართლაც შთამბეჭდავია. ჩვენ შევადგინეთ სიმბოლური გუნდი 4-4-2 სქემით, რომელსაც, ჩვენი აზრით, შეუძლია მსოფლიო ჩემპიონატის მოგება. ნორვეგიელი ჰალანდი, ნიგერიელი ოსმენი და ფლანგებიდან სალაჰი-კვარაცხელიას დუეტი სუპერშემტევი იქნება, ასევე გუნდში მოხვდნენ იტალიელები – დონარუმა, ბარელა, ვერატი“ – წერს იტალიური გამოცემა.
La Gazzetta dello Sport-ის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:
მეკარე – დონარუმა (იტალია);
მცველები – კვადრადო (კოლუმბია), შკრინიარი (სლოვაკეთი), ალაბა (ავსტრია), რობერტსონი (შოტლანდია);
ნახევარმცველები – სალაჰი (ეგვიპტე), ვერატი (იტალია), ბარელა (იტალია), კვარაცხელია (საქართველო);
თავდამსხმელები – ჰალანდი (ნორვეგია), ოსიმენი (ნიგერია).