ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერმა“ წაგებული თამაში შემოატრიალა - კიტეიშვილის „შტურმმა“ ფრედ ითამაშა #1TVSPORT
ავსტრიის ბუნდესლიგაში ქართველების გუნდებმა მორიგი თამაშები ჩაატარეს. ოთარ კიტეიშვილმა გრაცის „შტურმი“ „ალტახთან“ გასვლით შეხვედრაში კაპიტნის სამკლავურით გაიყვანა, რომელშიც „შტურმმა“ მოგება ხელიდან მატჩის ბოლოს გაუშვა – 1:1. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.
სანდრო ალთუნაშვილმა მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშა „ვოლფსბერგერში“, რომელიც „გრაცერთან“ გასვლით მატჩში, პირველი ტაიმის შემდეგ, 0:3-ს აგებდა, მაგრამ 9 მოთამაშით დარჩენილ მეტოქესთან შეხვედრა შემოატრიალა და საბოლოოდ 4:3 გაიმარჯვა.
„შტურმმა“ 33 ქულა დააგროვა და 15 ტურის შემდეგ ვენის „რაპიდს“ 6 ქულით ასწრებს, ხოლო „ვოლფსბერგერი“ (23) მე-4 პოზიციაზე დაწინაურდა.